შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო, ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, , მტკიცე
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის. ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით, არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში. ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს, გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.


მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
No comments:
Post a Comment